ფეხბურთი

18:34 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერიმ "რომა" დატოვა

კლაუდიო რანიერიმ „რომა“ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დატოვა.

გამოცდილი მწვრთნელი გასული წლიდან კლუბში მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა გაწყვიტეს.

ყველაფერი დაიწყო რანიერის განცხადებით, რომელმაც ჯან პიერო გასპერინი საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „რომასთვის“ მესამე-მეოთხე არჩევანი იყო. საბოლოოდ, კლუბმა გასპერინის გამოუცხადა ნდობა და რანიერი გაუშვეს.

იტალიური მედიის ცნობით, „რომას“ სპორტული დირექტორი რიკი მასარაც დატოვებს, რომელსაც გასპერინისთან ასევე დაძაბული ურთიერთობა აქვს. ასე რომ, კლუბიდან უშვებენ ყველას, ვისაც მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.

კლაუდიო რანიერიმ სამწვრთნელო კარიერა შარშან დაასრულა და ახლა, როგორც ჩანს, ფეხბურთსაც საბოლოოდ ჩამოშორდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168109