ჟურნალისტ მატეო მორეტოს სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „იუვენტუსი“ დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველით, ბერნარდუ სილვათი.
31 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ადრე გამოაცხადა ინგლისური კლუბიდან წასვლის შესახებ და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
პორტუგალიელი ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. სილვამ ყველა ტურნირზე 453 მატჩი ჩაატარა, 76 ბურთი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამ დროის განმავლობაში მან ექვსჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი, სამჯერ ქვეყნის სუპერთასი და ორი ასოციციის თასი.
მოთამაშის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.





