ფეხბურთი

1:55 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" იტალიის თასის ფინალშია

იტალიის თასის ნახევარფინალში რომის „ლაციომ“ „ატალანტას“ აჯობა და ფინალში გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა რომში 2:2 დასრულდა, ხოლო ამჯერად ბერგამოში გუნდები ისევ დაზავდნენ. 84-ე წუთზე „ლაციო“ ალესიო რომანიოლიმ დააწინაურა, რასაც ორ წუთში მარიო პაშალიჩმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.

პენალტებში „ლაციომ“ 4-დან მხოლოდ 2 პენალტი გაიტანა, მაგრამ „ატალანტა“ კიდევ უფრო კატასტროფული იყო - 5-დან 1 ზუსტი პენალტი. "ლაციოს" 21 წლის მეკარე ედოარდო მოტამ 5-დან 4 პენალტის მოგერიება შეძლო. შესაბამისად, სერიაში რომაელებმა 2:1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

იტალიის თასის ფინალში 13 მაისს, „ლაციო“ „ინტერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095333