საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური გორში, „დილას“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
გადამწყვეტი გოლი მე-17 წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა პენალტით გაიტანა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმის სტარტზე ბათუმელებს ნიკა კალანდარიშვილი გაუძევეს და 10-კაციანმა „დინამომ“ მარცხს თავი ვერ აარიდა.
„დილამ“ 13 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში „სპაერს“ შეხვდება. „დინამო ბათუმს“ მხოლოდ 7 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, წინ კი „ტორპედოსთან“ დაპირისპირება ელოდება.





