ფეხბურთი

21:09 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა, „იბერიამ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გუგა ნერგაძის გუნდმა სტუმრად „სპაერს“ ადვილად, 2:0 აჯობა. მატჩის ბედი საწყის 17 წუთში გადაწყდა, როცა სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს. ანგარიში გიორგი კუციამ გახსნა, ხოლო მალევე ამირან ძაგანიამ სხვაობა გააორმაგა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

„იბერია“ 17 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „რუსთავს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. „სპერი“ 11 ქულით მეოთხეა და „დილას“ გაეჯიბრება.

დღესვე, ტყიბულის „მეშახტესა“ და „რუსთავის“ თამაში უგოლოდ დასრულდა. „რუსთავი“ 12 ქულით მეორეა, „მეშახტე“ კი 9 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093358