ლონდონის „ჩელსი“ ღრმა კრიზისშია და ალბათ, ლიამ როსენიორი მალე უსამსახუროდ დარჩება.
„ჩელსი“ პრემიერლიგის 34-ე ტურში „ბრაიტონთან“ 0:3 განადგურდა. პირველ ტაიმში ფერდი კადიოღლუმ გაიტანა, მეორე ნახევარში ჯეკ ჰინშელვუდმა და დენი ველბეკმა კიდევ ორჯერ გაიტანეს.
ეს იყო „ჩელსის“ ზედიზედ მეხუთე წაგება პრემიერლიგაში, თან ისე, რომ ერთი გოლიც არ გაუტანია! ამას დავუმატოთ, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან უშანსო გავარდნა. მოკლედ, ლონდონური კლუბი შავ დღეშია და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უდიდესი ალბათობით, ვერ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ "ჩელსიმ" ზედიზედ 5 თამაში უგოლოდ 114 წლის შემდეგ პირველად წააგო.
„ჩელსი“ 48 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხუთეულთან ჩამორჩენა 7 ქულაა, თან „ლივერპულს“ ამ ტურში არ უთამაშია. „ბრაიტონი“ 50 ქულით მეექვსე ადგილზე აღზევდა.





