ფეხბურთი

23:00 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "სამგურალი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელიც 6:1 გაანადგურა.

პირველ ტაიმში დირკ შუსტერის გუნდი კომნენ ანდრიჩის და გიორგი არაბიძის გოლებით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მეორე ტაიმის სტარტზე ალეკო ბასილაძემ გაიტანა, რასაც მალევე ანდრიჩის დუბლი მოჰყვა და ყველაფერი გადაწყდა.

მატჩის მიწურულს მოჰამედ შერიფმა შეაგდო, რასაც სტუმრებმა გიორგი გოგოლაშვილის გოლით უპასუხეს. საბოლოო ანგარიში მაინც მასპინძლებმა დააფიქსირეს, როცა ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

„ტორპედო“ 11 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 8 ქულა აქვს და „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

„ტორპედო“ – „სამგურალი“ 6:1 (2:0)

გოლები: 1:0 ანდრიჩი (8), 2:0 არაბიძე (45), 3:0 ბასილაძე (47), 4:0 ანდრიჩი (55), 5:0 შერიფი (80), 5:1 გოგოლაშვილი (84), 6:1 მამუჩაშვილი (86)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093196