ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირის ძირითად ბადეშია. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის დაძლევა მოახერხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მან ამერიკელი პატრიკ კიპსონი დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში დაამარცხდა.
პირველი სეტი ამერიკელმა ტაიბრეიკზე 7:2 მოიგო, სამაგიეროდ, მეორე სეტში ბასილაშვილმა აჯობა ასევე ტაიბრეიკზე 7:3, ხოლო გადამწყვეტი სეტი ქართველმა 6:4 მოიგო და საბოლოოდ, 6:7, 7:6, 6:4.
შეხვედრა 2 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზს 11 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.







