ფეხბურთი

22:20 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესტევაო მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელდება

მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელის, ესტევაოს თამაში საეჭვო არ არის.

ბრაზილიელი ტრავმირებულია, მაგრამ სავარაუდოდ, 15-20 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს, შესაბამისად, მაისის მეორე ნახევარში მზად იქნება და კარლო ანჩელოტის მისი გამოძახება შეეძლება.

ესტევაომ მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ მაისურით 36 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში 18 წლის ფეხბურთელს 11 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164476