სევილიაში დასრულდა ესპანეთის სამეფო თასის ფინალური მატჩი. „რეალ სოსიედადმა" მადრიდის „ატლეტიკო“ (2:2, პენალტების სერიაში 4:3) დაამარცხა.
„სოსიედადის“ თავდამსხმელმა ანდერ ბარენეჩეამ მატჩის პირველი გოლი მე-15 წამზე გაიტანა, რითაც ტურნირის რეკორდი დაამყარა. მანამდე რეკორდი „ვალენსიის“ ფეხბურთელ მანუელ ბადენესას ეუთვნოდა, რომელმაც 1952 წელს მეტოქეთა კარი მე-17 წამზე დალაშქრა.
„ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა ადემოლა ლუკმანმა ანგარიში მე-19 წუთზე გაათანაბრა. თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა „სოსიედადი“ 45+1 წუთზე პენალტით დააწინაურა, ხოლო „ატლეტიკოს“ შემტევმა ხულიან ალვარესმა 83-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროის დარჩენილ და დამატებით დროში გუნდები უგოლოდ დარჩნენ. საბოლოოდ - 2:2. პენალტების სერიაში კი „სოსიედადმა“ მოიგო ანგარიშით 4:3.
ეს გამარჯვება „რეალ სოსიედადისთვის“ ისტორიაში მეოთხეა.





