დღეს, 18 აპრილს, ეროვნული ჩემპინატის მე-7 ტურის ორი მატჩი გაიმართა. „ბათუმმა“ შინ წააგო „იბერიასთან“ (0:3). დებიუტანტების შეხვედრა, „სპაერსა“ და „რუსთავს“ შორის ფრედ - 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-14 წუთზე რუსთაველთა განელმა პრინს ოსეიმ გახსნა. 58-ე წუთზე კი მასპინძელმა ნიკოლოზ კენჭაძემ გაათანაბრა - 1:1.
ამ შეხვედრის შემდეგ, ორივე გუნდა 11-11 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ლიდერი კი 14-ქულიანი „იბერიაა.“





