ფეხბურთი

18:30 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: "გუნდის სიმწიფე ჩანს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა მარკინიოსმა „ლივერპულთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ისაუბრა მომენტზეც, როცა 0:0-ზე, გუნდი გოლისგან იხსნა, როდესაც ვირჯილ ვან დეიკს დაასწრო:

„ჩემი ვარდნა? მცველისთვის ეს გოლზე უკეთესია. ვხედავდი, როგორ მოიგერია მეკარემ და როგორ მოდიოდა ვან დეიკი, ამიტომ ბურთისთვის ვარდნაში წავედი. ეს ის დეტალებია, რაც თამაშს ცვლის. კარგად ვიცავდით თავს, „ლივერპული“ თავისი ძლიერი მხარეებით თამაშობდა, სტაბილურობას ვინარჩუნებდით და კარგად ვიცავდით თავს ზეწოლის ქვეშ. ასე უნდა გავაგრძელოთ. გუნდის სიმწიფე ჩანს. გასულ სეზონში ყველა ემოცია გადავიტანეთ. დღეს ვიცოდით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი არ იყო, ვიცოდით, რომ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. და საბოლოოდ, ეს შევძელით“, - აღნიშნა მარკინიოსმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ ან მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.211661