ფეხბურთი

13:00 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ ინძაგის აჯობა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საუდის არაბეთის „ალ-ჰილალსა“ და კატარულ „ალ-სადს“ შორის ძალიან საინტერესო დაპირისპირება შედგა.

სიმონე ინძაგი რობერტო მანჩინის დაუპირისპირდა, პირველად 10 წლის შემდეგ. ინძაგის „ალ-ჰილალი“ სამჯერ იგებდა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის, სალემ ალ დავსარისა და მარკოს ლეონარდოს გოლებით, მაგრამ მანჩინის „ალ-სადმა“ კლაუდინიოს, რაფა მუხიკასა და რობერტო ფირმინოს გოლებით სამჯერ გაათანაბრეს და ფრე 3:3.

საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, „ალ-სადმა“ 4:2 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ფირმინომ პირველივე პენალტი გააცუდა. სამაგიეროდ, შემდეგ „ალ-ჰილალმა“ ორი პენალტი ვერ გაიტანა, ერთი - კარიმ ბენზემამ.

რობერტო მანჩინის „ალ-სადს“ კი ძალიან კარგი დღე ჰქონდა: გარდა იმისა, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, რამდენიმე საათით ადრე კატარის ჩემპიონობაც გაიფორმა, რადგან მისმა კონკურენტმა მატჩი ვერ მოიგო და ჩემპიონობა გაოფიციალურდა.

„ალ-სადი“ მეოთხედფინალში „ვისელ კობეს“ შეხვდება. გარდა ამისა, „ალ-აჰლი“ „ჯოჰორს“ გაეჯიბრება, ხოლო დანარჩენი ორი წყვილი დღეს გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174626