ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლიდს იუნაიტედთან“ დამარცხდა.
სტუმრები მეხუთე წუთზე ნოა ოკაფორმა დააწინაურა. შვეიცარიელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რადგან 29-ე წუთზე მან მეორედ დალაშქრა მაიკლ კერიკის გუნდის კარი და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „მანჩესტერს“ ლისანდრო მარტინესი გაუძევეს, კაცნაკლული „იუნაიტედის“ მაქსიმუმი კი პრესტიჟის გოლი იყო, რომელიც კაზემირომ გაიტანა. „მანჩესტერი“ დამარცხდა, კერიკის ხელში მეორედ.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარცხის მიუხედავად, 55 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა წესით არ გაუჭირდება. კერიკის გუნდი მომდევნო ტურში „ჩელსის“ ესტუმრება.
„ლიდსმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 36 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას, კერძოდ, „ტოტენჰემს“ 6 ქულით გაუსწრო.
„მანჩესტერი“ – „ლიდსი“ 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 ოკაფორი (5), 0:2 ოკაფორი (29), 1:2 კაზემირო (69)





