კალათბურთი

22:30 | 12.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში „ბარსელონამ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა, რომელიც დიდი სხვაობით - 90:61 დაამარცხა.

„ბარსამ“ თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რაც ხელიდან თამაშის ბოლომდე არ გაუშვია.

თორნიკე შენგელიამ 16 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.

„ბარსელონა“ 18 მოგებით და 8 წაგებით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 19 აპრილს, „ფორსა ლეიდას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176695