იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ „პარმას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
35-ე წამზე ანგარიში გაიხსნა: „პარმას“ კარგი შეტევა გოლით გაბრიელ სტრეფეცამ დაასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ნეაპოლელებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს, თავი სკოტ მაკტომინეიმ გამოიჩინა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა - ფრე 1:1. „აძურიმ“ სერია A-ში ხუთმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.
„ნაპოლი“ 66 ქულით მეორე ადგილზეა და დღევანდელი ფრის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას ალბათ, საბოლოოდ გამოეთიშა. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო ტურში „ლაციოს“ უმასპინძლებს.





