ფეხბურთი

1:38 | 12.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ოთხეულში დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული და ქულების დაკარგვი ფუფუნება არ აქვს, ამიტომაც, ერთ-ერთ კონკურენტთან სტუმრად მოგება ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი უნდა იყოს.

„იუვემ“ მძიმე ბრძოლაში 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე გავიდა, რომელიც ჟერემი ბოგას აქტივშია.

„იუვენტუსმა“ 60 ქულა დააგროვა და „ატალანტას“ 7 ქულით გაასწრო, მეოთხე ადგილზეა, ხოლო „მილანს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165446