დღეს, 11 აპრილს, ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადმოტანილი სამი მატჩი გაიმართა. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრები დიდთოვლობის გამო გადაიდო.
გორის „დილამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. „დინამო“ თბილისში „ბათუმს“ დაუზავდა - 2:2. დღის გვიან მატჩში კი „იბერია“ „მეშახტეს“ 2:0 უგებდა, მაგრამ დებიუტანტმა ხასიათი გამოავლინა და საბოლოოდ - 2:2.
ანგარიში მასპინძელმა გიორგი ჯინჯოლავამ გახსნა პენალტით 43-3 წუთზე. 55-ზე ამირან ძაგანიამ მეორე გოლი გაიტანა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაგრამ ჯერ ირაკლი სიხარულიძემ გაქვითა ერთი ბურთი 65-ე წუთზე, 90+4 წუთზე კი ტყიბულელთა ბრაზილიელმა ერიკ პიმენტელმა გაათანაბრა.
მიუხედავად დაკარგული ქულებისა, „იბერია“ 11 ქულით მაინც გალიდერდა. 10-10 ქულიანი „სპაერი“ და „რუსთავი“ კი მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.





