ფეხბურთი

17:20 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „ბორნმუთთან“ შინ დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „არსენალისა“ და „ბორნმუთის“ მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

„ბორნმუთის“ თავდამსხმელმა ელი კრუპიმ ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. „მეთოფეების“ შემტევმა ვიქტორ დიოკერეშმა ანგარიში 35-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა. ნახევარმცველმა ალექს სკოტმა სტუმრები 74-ე წუთზე კვლავ დააწინაურა.

დღეის მდგომარეობით, „არსენალს“ 70 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. „ბორნმუთმა“ 45 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

შემდეგ რაუნდში „მეთოფეები“ სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან (19 აპრილი), ხოლო „ბორნმუთი“ ასევე სტუმრად „ნიუკასლ იუნაიტედს“ შეხვდება (18 აპრილი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162087