მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს კილიან მბაპეს სახის ძვალი იდაყვით გაუტეხეს ლა ლიგის 31-ე ტურის „ჟირონას“ (1:1) წინააღმდეგ მატჩის 88-ე წუთზე. ინციდენტი კატალონიური გუნდის საჯარიმოში მოხდა. ფრანგმა თავდამსხმელმა მოწინააღმდეგე გუნდის მცველ ვიქტორ რეისთან შეტაკებისას ჭრილობა მიიღო. მსაჯმა ხავიერ ალბეროლამ მასპინძელი გუნდის სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა.
„ეს პენალტია აქაც და მთვარეზეც კი. ვერაფერი გამიგია. სიმართლე ისაა, რომ VAR-ი მხოლოდ მაშინ ერევა, როცა მათ აწყობთ. თქვენ უკვე იცით ჩემი აზრი და ეს მოვლენები მხოლოდ ადასტურებს ამას. ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა მსაჯებთან. ეს ძველი ამბავია“, - ციტირებს არბელოას სიტყვებს Mundo Deportivo.
31 მატჩის შემდეგ, „სამეფო კლუბს“ 70 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 38-ქულიანი „ჟირონა“ მე-12-ზე.





