ფეხბურთი

23:54 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ და „იუვენტუსი“ „არსენალის“ თავდამსხმელით დაინტერესდნენ

„მილანი“ და „იუვენტუსი“ „არსენალის“ 29 წლის თავდამსხმელით გაბრიელ ჟეზუსით დაინტერესდნენ. Sports Boom-ის ჟურნალისტის ეკრემ კონურის ცნობით, კლუბები ბრაზილიელი ფეხბურთელის გარემოცვას დაუკავშირდნენ.

„მეთოფეები“ მზად არიან ჟეზუსი 30-35 მილიონ ევროდ გაყიდონ. „არსენალი“ ამ თანხის ახალი თავდამსხმელის შესაძენად გამოყენებას გეგმავს.

ამ სეზონში ჟეზუსმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170697