ფეხბურთი

20:40 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერს კონტრაქტის განახლებას სთავაზობს, რომლიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

„რეკორდმაისტერის“ შეთავაზებაა ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე და როგორც ჩანს, ნოიერიც უარზე არაა:

„მსიამოვნებს ამ გუნდში თამაში და ამ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორია გუნდის დინამიკა. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა ნოიერმა კონტრაქტის განახლების შესაძლებლობაზე.

მანუელ ნოიერ „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს და დღემდე 592 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი სახელი „შალკეში“ გაითქვა, სადაც 2006-2011 წლებში 203 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089626