საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მთავარი მატჩი უგოლოდ დასრულდა. ქუთაისში, „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ დაზავდნენ.
გუნდებს ჰქონდათ მომენტები გოლის გასატანად, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, ნულოვანი ფრე, რითაც კმაყოფილი ვერცერთი იქნება, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე.
„ტორპედო“ 7 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და „გაგრას“ შეხვდება, „დინამო“ კი 6 ქულით მერვე ადგილზეა და „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.
ტურის კიდევ ერთი „დილასა“ და „გაგრას“ შორის გაიმართა, რომელიც ასევე ფრედ, ოღონდ 1:1 დასრულდა. ოთარ ფარულავას გოლით გორელები სწრაფად დაწინაურდნენ, რასაც ასევე მალევე უპასუხა ვლადიმირ არსიჩმა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„დილა“ 7 ქულით მეექვსეა, წინ „რუსთავთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „გაგრას“ 5 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება.
„დილა“ – „გაგრა“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ფარულავა (10), 1:1 არსიჩი (22)
„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 0:0 (0:0)





