უელსის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აარონ რემსიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 35 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
რემსი ბოლოს მექსიკურ „პუმასში“ თამაშობდა, კარიერის განმავლობაში კი, „კარდიფ სიტის“, „არსენალის“, „ნოტინგემის“, „იუვენტუსის“, „რეინჯერსის“ და „ნიცას“ ღირსებასაც იცავდა.
2008-2024 წლებში აარონ რემსიმ უელსის ნაკრებში 86 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.







