ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო "ორლანდო მეჯიქმა". გოგა ბითაძის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან, "დეტროიტ პისტონსთან" 16-ქულიანი სხვაობით, 123-107 გაიმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარომო ჩააგდო სამქულიანი კი არ უსვრია.
ორლანდოს 43 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიცია უჭირავს, ქართველის გუნდი პლეი ოფში პირდაპირი მოხვედრისთვის იბრძვის, რომლის ძირითადი მეტოქეც სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსია. ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ ჩაატარებენ.







