NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „ბოსტონსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 101:115 დამარცხდა.
მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც „ბოსტონმა“ 11 ქულით მოიგო.
მამუკელაშვილმა 24 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი არაზუსტად ისროლა.
„ტორონტოში“ ყველაზე შედეგიანი ჯეიკობ უოლტერი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა, ხოლო „ბოსტონში“ 26 ქულით ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებით და 35 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 8 აპრილს, „მაიამისთან“ გამართავს.







