ფეხბურთი

0:37 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "რომა" გაანადგურა

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „ინტერმა“ „რომას“ უმასპინძლა, რომელიც გაანადგურა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლო სამ ტურში ორი ფრისა და ერთი წაგების შემდეგ „ნერაძურიმ“ მოახერხა ხასიათის გამოკეთება.

„ნერაძური“ ძალიან სწრაფად დაწინაურდა. პირველივე წუთზე ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რომელიც ორთვიანი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. შემდეგ „რომა“ უკეთესი იყო, რამაც შედეგი გამოიღო - მე-40 წუთზე ჯანლუკა მანჩინიმ გაათანაბრა. თუმცა, ტაიმი მაინც „ინტერმა“ მოიგო, რაც ჰაკან ჩალჰანოღლუს დამსახურებაა, რომელმაც შესანიშნავი გოლით ისევ დააწინაურა თავისი გუნდი.

მეორე ნახევრის სტარტი „რომასთვის“ კოშმარული გამოდგა. ჯერ ლაუტარომ დუბლი შეასრულა, შემდეგ მარკუს ტურამმა და ნიკოლო ბარელამაც შეაგდეს და 5:1. რომაელებმა დარჩენილ დროში ერთი გოლი გაქვითეს, რომელიც ლორენცო პელეგრინის აქტივშია. საბოლოოდ, „ნერაძურიმ“ 5:2 გაიმარჯვა.

„ინტერი“ 72 ქულით ლიდერობს სერია A-ს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს, რომელსაც ამ ტურში ჯერ უთამაშია, ხოლო „რომა“ 54 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16851