რაგბი

21:40 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 46:12 ხარები

ქუთაისის ‘აიამ’ crocobet დიდი 10-ის გასავარდნ ფინალში რუსთავის ‘ხარები’ 46:12 დაამარცხა და წინასწარ ფინალში გავიდა.

შედეგად, 18 აპრილს ქუთაისურ დერბიში, „აია არენაზე“ უნდა გადაწყდეს რომელი გუნდი ითამაშებს ფინალში (25 აპრილს) - ‘არესი’ თუ ‘აია’. შეგახსენებთ, ‘არესი’ გუშინ შესარჩევ ფინალში ‘ბათუმს’ ერთი ქულით ჩამორჩა (10:11) და ზღვისპირელებმა „აჭარაბეთ არენაზე“ თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს.

გასავარდნ ფინალში მასპინძელი ‘აია’ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და პირველი ტაიმის შემდეგ 22:0 დაწინაურდა. ანგარიში გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით მე-10 წუთზე გახსნა, 7 წუთში კი ქუთაისელებმა ხაზის გაჭრის შემდეგ ბურთი ჩაათამაშეს თემურ ძოძუაშვილის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

თამაში რომ განახლდა ‘აიამ’ საჯარიმო ლელოთი მონაგარი კიდევ უფრო გაზარდა, 31-ე წუთზე კი ათუკა ზვიადაძემ მორიგი ლელო გაიტანა. ‘ხარებმა’ მეორე ტაიმის დასაწყისში გელა მახარაშვილის ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა მალევე ამირან შვანგირაძემ მასპინძლებს 22-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.

ტაიმის შუაში თემურ ძოძუაშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვა თავადვე შეასრულა. ამას ჯერ ჯიუტა მბატირერენგას (აია) სინბინი მოყვა, თუმცა 68-ე წუთზე ანარე ტუიტაიმ მეორე ყვითელი ბარათი, შესაბამისად, წითელი მიიღო და თამაშის ბოლომდე ‘ხარებიც’ კაცნაკლული დარჩა.

დასკვნით 10 წუთში კიდევ 3 ლელო გავიდა. ქუთაისელთა მხრიდან თავი ოთარ გიორგაძემ (გოგა უშვერიძემ გარდასახა) და გიორგი მუშკუდიანმა გამოიჩინეს, მათ შორის კი ერთი ლელო კოტე გაზაშვილმა (ხარები) მიითვალა და ის დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა - 46:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ ძოძუაშვილი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08958