პსვ ეინდჰოვენი ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა. პეტერ ბოშის გუნდმა ტიტული სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაიფორმა.
პსვ-მ გუშინ „უტრეხტი“ 4:3 დაამარცხა, ხოლო მისი ჩემპიონობა დღეს გაფორმდა, მას შემდეგ, რაც „ფეიენოორდი“ „ვოლენდამს“ უგოლოდ დაუზავდა.
შედეგად, პსვ ეინდჰოვენს 29 ტურში 71 ქულა აქვს და „ფეიენოორდს“ 17 ქულით უსწრებს, რაც ხუთ ტურში აღმოუფხვრელი სხვაობაა.
პსვ ეინდჰოვენი ნიდერლანდების ჩემპიონი ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი 27-ედ გახდა.







