ცნობილი რუმინელი მწვრთნელის მირჩა ლუჩესკუს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
80 წლის სპეციალისტი კიდევ ერთი არითმიის შემდეგ ხელოვნურ კომაში მოათავსეს. ამჟამად ის რეანიმაციაშია. ჯერჯერობით, სხვა ცნობები არ ვრცელდება. ლუჩესკუს ჯანმრთელობა ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაუარესდა და რუმინეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიც დატოვა.
ლუჩესკუმ კარიერის განმავლობაში არაერთგან იმუშავა, მათ შორის, რუმინეთის ნაკრებში სხვადასხვა ეპოქაში, "ბეშიქთაშში, „ბრეშაში“, „პიზაში“, „ინტერში“, „გალათასარაიში“, „ზენიტში“, „დინამო კიევში“, თურქეთის ნაკრებში, ხოლო ყველაზე დიდხანს, 2004-2016 წლებში „შახტარის“ მწვრთნელი იყო, რომელიც უკრაინაში დომინანტად აქცია, 2009 წელს უეფას თასიც მოაგებინა.







