ფეხბურთი

16:33 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ნონიკაშვილის გოლი უკრაინის ჩემპიონატში

უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში „ლნზ ჩერკასიმ“ სტუმრად „კრივბასი“ 3:0 დააარცხა, ხოლო ერთი გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი თამაშში შეცვლაზე, 79-ე წუთზე ჩაერთო, ოთხი წუთის შემდეგ კი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნონიკაშვილს უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ლნზ ჩერკასი“ 22 ტურის შემდეგ 50 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 13 აპრილს, უშუალო კონკურენტ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163097