ფეხბურთი

20:49 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალისონმა დაასახელა პერიოდი, რომელიც გამოსაჯანმრთელებლად დასჭირდება

„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონმა უარყო გავრცელებული ხმები, რომლის მიხედვით, ტრავმის გამო სეზონი დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მაისის დასაწყისში მოედანზე დაბრუნებას გეგმავს:

„ახალი ტრავმა არ მიმიღია. ამჟამად მკურნალობას გავდივარ და გემაა, აპრილის ბოლოს სრულად ვიყო მზად“, - წერს 32 წლის კარის დარაჯი.

ალისონის გამოჯანმრთელების ზუსტი პერიოდი უცნობია, მაგრამ „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა, რომ მის დაბრუნებას სეზონის ბოლოს ელოდება. მანამდე, „წითლების“ კარს სეზონის საკვანძო ფაზაში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, მათ შორის, 4 აპრილს, „მანჩესტერ სიტისთან“ და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ორივე მეოთხედფინალურ დუელში. ასე რომ, მამარდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშებს.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 5, ასოციაციის თასზე და ინგლისის ლიგის თასზე - 1-1.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162554