ფეხბურთი

17:32 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" ქამბექი "რუსთავთან"

სამკვირიანი პაუზის შემდეგ განახლებულ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს. 42-ე წუთზე ჟან სოუზა დე ალმეიდამ „რუსთავი“ დააწინაურა, მაგრამ მეორე ნახევარში იმერულმა კლუბმა დააქამბექა.

51-ე წუთზე ნიკა ხორხელის გოლით „სამგურალმა“ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ველისოლმა პენალტით მასპინძლები წინ გაიყვანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

„სამგურალი“ 8 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „რუსთავი“ 4 ქულით მეშვიდე საფეხურს იკავებს, მომდევნო მატჩს კი „დინამო ბათუმთან“ გამართავს.

„სამგურალი“ – „რუსთავი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ალმეიდა (42), 1:1 ხორხელი (51), 2:1 ველისოლი (80, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.150867