სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა, მე-4 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა, სადაც "დინამო თბილისმა" გორის "დილას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
"დილამ" პირველი გოლის გატანა მე-20 წუთზე მოახერხა, თავი ლაშა მენთეშაშვილმა გამოიჩინა. "დინამომ" ტაიმის მიწურულს შეძლო გათანაბრება, ლამაზი კომბინაციის შემდეგ თავური დარტყმით გვასალიამ გაიტანა. გამარჯვების მომტანი გოლი გორელთა მხრიდან ზურაბ მუსელიანმა 57-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და "დილამ" მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ "დილას" 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო "დინამო" 5 ქულით მეხუთეზეა.





