ფეხბურთი

15:49 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

28 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბერნარდო სილვამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

წყაროების ინფორმაციით, სილვას გადაწყვეტილება უკვე 100%-ით განსაზღვრულია და მისი გარემოცვა ამ თვიდან აქტიურად დაიწყებს სხვადასხვა ვარიანტისა და შეთავაზებების განხილვას.

ყველაზე მეტად სილვას სახელს "ბარსელონას" უკავშირებენ, თუმცა პორტუგალიელის დამატება "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს. მიუხედავად ამ ორი კლუბის ინტერესისა ზაფხულში მის გადაბირებაზე დიდი ბრძოლა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვა "სიტის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 42 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164195