ფეხბურთი

12:27 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" როდრის ახალი კონტრაქტი შესთავაზა

მანჩესტერ "სიტიმ" ესპანელ ნახევარმცველ როდრის ახალი კონტრაქტი ოფიციალურად შესთავაზა. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ინგლისურმა კლუბმა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც როდრიმ Onda Cero-თან ინტერვიუს დროს ესპანეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის სახელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს". როდრიმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშზე უარს ვერასდროს ვერ იტყვის.

რომანოს ცნობით, როდრის ჯერ "სიტისთვის" საბოლოო პასუხი არ უთქვამს და ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. ასევე პროცესში მისი ოჯახიც აქტიურად არის ჩართული.

თუ როდრი "ქალაქელთა" შეთავაზებას დათანხმდება ის ინგლისში კიდევ მრავალი წლით დარჩება, თუმცა თუ ის უარს იტყვის, "სიტი" მის გაყიდვას ზაფხულში ეცდება და სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვს. არსებობს მესამე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც ესპანელი ფეხბურთელი 2027 წლის ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბის დატოვება უფასოდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ როდრი მანჩესტერ "სიტის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მის სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 65 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088542