ფეხბურთი

19:02 | 2.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდს" საბა გოგლიჩიძე დაუბრუნდა

„უოტფორდის“ ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე გამოჯანმრთელდა. ქართველი ფეხბურთელი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ წინააღმდეგ მატჩისთვის მზადაა. ამის შესახებ ინგლისური კლუბი იტყობინება.

გოგლიჩიძემ გამოტოვა საქართველოს ნაკრების ორივე ამხანაგური შეხვედრა ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ, ხოლო იქამდე „უოტფორდს“ „ლესტერთან“ ვერ დაეხმარა.

საბამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში 7 მატჩი ჩაატარა. ის „უოტფორდში“ „უდინეზედან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული.

აქვე გეტყვით, რომ „უოტფორდი“ ქპრ-ს 3 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170457