NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგსთან“ 115:123 დამარცხდა.
თუმცა, ქართველ კალათბურთელს ისევ შედეგიანი თამაში ჰქონდა. მამუკელაშვილმა 33 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. სანდრომ 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
„ტორონტოში“ საუკეთესო 20 ქულით არ ჯეი ბარეტი იყო, ხოლო „საკრამენტოს“ პრესიუს აჩიუვამ 28 ქულით და 19 მოხსნით და დემარ დეროზანმა 28 ქულით ულიდერეს.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 42 მოგებით და 34 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 აპრილს, სტუმრად „მემფისთან“ გამართავს.







