ფეხბურთი

0:00 | 2.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის გოლი ლა ლიგა 2-ში

სანტანდერის „რასინგმა“ ლა ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ანდორას“ 3:1 მოუგო, ხოლო გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბში პირველივე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა. მან მე-10 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა.

გიორგი მე-80 წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:1 იყო. მის ნაცვლად თამაშში ასიერ ვილალიბრე ჩაერთო, რომელიც მატჩის გმირი გახდა. მან კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და სანტანდერელებმა ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მოგება მოახერხეს.

გიორგი გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„რასინგი“ 62 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „ანდორას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092561