მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ოფიციალურად დასრულებულია და მუნდიალზე მონაწილე ყველა 48 ქვეყნის ვინაობა ცნობილია. შესაბამისად უკვე ვიცით, თუ რომელი ქვეყანა რომელ ჯგუფში და რომელ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფები შემდეგნაირად გამოიყურება:
A ჯგუფი - მექსიკა, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, ჩეხეთი ჯგუფი
B ჯგუფი - კანადა, შვეიცარია, კატარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
C ჯგუფი - ბრაზილია, მაროკო, შოტლანდია, ჰაიტი
D ჯგუფი - აშშ, ავსტრალია, პარაგვაი, თურქეთი
E ჯგუფი - გერმანია, ეკვადორი, კოტ დ'ივუარი, კურასაო
F ჯგუფი - ნიდერლანდები, იაპონია, ტუნისი, შვედეთი
G ჯგუფი - ბელგია, ირანი, ეგვიპტე, ახალი ზელანდია
H ჯგუფი - ესპანეთი, ურუგვაი, საუდის არაბეთი, კაბო ვერდე
I ჯგუფი - საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია, ერაყი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნის აიღებს და 19 ივლისს დასრულდება.







