ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში „ბარსელონამ“ მალაგას „უნიკახა“ 97:91 დაამარცხა და ჩემპიონატში ზედიზედ ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
თორნიკე შენგელიამ 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.
„ბარსელონა“ 16 გამარჯვებით და 8 მარცხით მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „სარაგოსას“ ესტუმრება.







