რაგბი

20:56 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 7:3 ლელო

რუსთავის ‘ხარებმა’ crocobet დიდი 10-ის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, თბილისის ‘ლელო’ ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 7:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მიუხედავად მწირი ანგარიშისა, „ხარები არენაზე“ მისულმა ქომაგმა საინტერესო თამაში იხილა. თბილისელები ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ და რუსთაველთა 22-ში დიდი დრო გაატარეს, თუმცა მასპინძლებმა თავი კარგად დაიცვეს.

პირველ ტაიმში გუნდებმა ქულების აღება ვერ მოახერხეს. სტუმრებს ანგარიშის გახსნის შანსი ორჯერ ქონდათ, თუმცა ჯერ მათი ლელო გააუქმა ვიდეო-რეფერიმ წინ თამაშის გამო, მერე კი პეტრე ხუციშვილმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა გააცუდა - 0:0.

‘ლელო’ მეორე ტაიმშიც დომინირებდა და 45-ე წუთზე პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. დასკვნით წუთებში ‘ხარები’ გააქტიურდა და ვიდეო-რეფერიმ ახლა მათი ლელო გააუქმა, ხოლო დავით მოძღვრიშვილს ჯარიმა გაუცუდდა.

მასპინძლები არ გატყდნენ, ბოლო წუთზე მეტოქის 22-ში ბურთი კარგად გაათამაშეს და მაიკელი როკონდინონომ გამარჯვების ლელო ალამთან გაიტანა. მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამარჯვების ლელოს ავტორი როკონდინონო გახდა - 7:3.

შედეგად, ‘ლელომ’ მიმდინარე სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, ხოლო რუსთავის ‘ხარები’ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს და ფლეი ოფის მეორე ეტაპზე 5 აპრილს ‘აიას’ ქუთაისში შეერკინება. ერთი დღით ადრე, 4 აპრილს ბათუმში ‘ბათუმი’ ქუთასის ‘არესს’ უმასპინძლებს და გამარჯვებული გუნდი ფინალში გავა, ხოლო დამარცხებული ფინალის საგზურისთვის ‘აია’-‘’ხარებს’ შორის გამარჯვებულს ეთამაშება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166763