ფეხბურთი

16:30 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ანდერლეხტი", თურქული და არაბული კლუბები: ლუკაკუ "ნაპოლის" დატოვებს

რომელუ ლუკაკუ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებს. მხარეებს შორის კარგი ურთიერთობა არ არის, რაზეც ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო დიდი გავლენა იქონია.

ლუკაკუ ბელგიაში დაბრუნდა, სადაც ინდივიდუალურად ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მისი დაბრუნება მოითხოვა. „ნაპოლიმ“ რომელუს ულტიმატუმი ორშაბათამდე წაუყენა ბაზაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

რაც უნდა მოხდეს მომდევნო დღეებში, ლუკაკუს წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ბოლო კვირების განმავლობაში მას უკვე დაუკავშირდნენ საუდის არაბეთის და თურქეთის კლუბები. გარდა ამისა, ბრიუსელის „ანდერლეხტიც“ ორიენტირებულია მის დაბრუნებაზე.

რომელუ ლუკაკუს მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და შვიდ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონიდან ნეაპოლურ გუნდში 45 შეხვედრაში 15 გოლით გამოირჩა. მანამდე ბელგიელს „რომაში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „მანჩესტერში“, „ევერტონში“, „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ანდერლეხტში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09136