ფეხბურთი

1:50 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვირტცის დუბლით გერმანიამ თრილერში მოიგო, ინგლისი ურუგვაის დაუზავდა

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებისთვის ფარგლებში რამდენიმე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

„უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებმა ურუგვაის უმასპინძლა და ძალიან მოსაწყენ შეხვედრაში გუნდები დაზავდნენ. 81-ე წუთზე მასპინძელი ბენ ვაითმა დააწინაურა, რასაც მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ფედერიკო ვალვერდემ პენალტით უპასუხა და 1:1. ინგლისი მომდევნო სპარინგს 31 მარტს, იაპონიასთან ჩაატარებს.

ნიდერლანდების ნაკრებმა ამსტერდამში ნორვეგიას უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ნორვეგია ანდრეას შიელდერუპის გოლით იგებდა, მაგრამ შესვენებამდე ვირჯილ ვან დეიკმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ტიჯანი რეინდერსმა გაიტანა და რონალდ კუმანის გუნდმა მოიგო. ნიდერლანდები მომდევნო სპარინგს 31 მარტს, ეკვადორის ნაკრებთან ჩაატარებს.

ბაზელში შვეიცარია - გერმანიის დაპირისპირება ძალიან საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში შვეიცარია დან ნდოიესა და ბრილ ემბოლოს გოლებით ორჯერ იგებდა, რასაც სტუმრებმა ჯონათან ტაას და სერჟ გნაბრის გოლებით უპასუხეს.

მეორე ტაიმში ფლორიან ვირტცმა ულამაზესი გოლით წინ გაიყვანა „ბუნდესნაკრები“, მასპინძლებმა ჟოელ მონტეიროს გოლით გაათანაბრეს (3:3), მაგრამ გერმანიამ მაინც მოიგო - ვირტცმა დუბლი შეასრულა და იულიან ნაგელსმანის გუნდმა 4:3 გაიმარჯვა. გერმანიას მომდევნო სპარინგი 30 მარტს, განის ნაკრებთან აქვს.

ესპანეთის ნაკრებმა ვილიარეალში სერბეთის ნაკრებთან ივარჯიშა და 3:0 მოიგო. პირველ ტაიმში მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა დუბლი, ხოლო მატჩის მიწურულს ვიქტორ მუნიოსმა სხვაობა სამამდე გაზარდა. ესპანეთის ნაკრები 31 მარტს, ეგვიპტის ნაკრებს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094744