საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ მაიკლ ოლისეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის ნაკრებში თავს კარგად გრძნობს.
„მაიკლი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, ის შესანიშნავ ფორმაშია. გაგვიმართლა, რომ მისი დონის მოთამაშე გვყავს. ოლისე თავს კომფორტულად გრძნობს ეროვნულ ნაკრებში და გავაგრძელებთ მისთვის საუკეთესო შესაძლო პირობების შექმნას“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლისე მიუნხენის „ბაიერნში“ გამორჩეულია და მიმდინარე სეზონში 39 მატჩში 16 გოლი გაიტანა.





