დღეს, "დინამო თბილისის" 40 წლის ფეხბურთელ ჯაბა კანკავას მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წამატებით დასრულდა. ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"დღეს ჯაბა კანკავამ მუხლზე სასახსრე ხრტილის ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ჯაბა მოედანზე ზაფხულში დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯაბა კანკავა "დინამოს" რიგებს 2025 წელს შემოუერთდა და გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 26 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ჯაბამ ბოლო ოფიციალური მატჩი 2025 წლის ნოემბერში ჩაატარა.





