ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის ბოლო სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართება. ყველა მათგანი ერთდროულად, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
D ჯგუფი
საქართველოსა და გიბრალტარს შორის გასამართი მატჩის პარალელურად ჯგუფის დანარჩენი 2 შეხვედრაც დაიწყება. მათ შორის უფრო დიდ ინტერესს გერმანიისა და ირლანდიის დაპირისპირება იწვევს. 3 დღის წინათ პოლონეთში წაგების შემდეგ, გერმანელები საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტაციას შეეცდებიან. ამ გუნდებს შორის ბოლო დროს ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს. 2012-2013 წლებში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გერმანელებმა ირლანდიელები სტუმრად 6:1, ხოლო შინ 3:0 გაანადგურეს.
გერმანიასა და ირლანდიას ერთმანეთში სულ 18-ჯერ უთამაშიათ, გერმანელებმა 9 თამაში მოიგეს, ირლანდიელებმა – 5, ხოლო 4 დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 34-22, გერმანიის სასარგებლოდ.
იოახიმ ლიოვის გუნდი საკუთარ კედლებში არსებული წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება. 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ, გერმანელებმა, შინ, 18 ოფიციალური თამაში ჩაატარეს, საიდანაც 15 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.
გერმანელთა მეტოქეს, ირლანდიას, 2 ტურის შემდეგ, ასპროცენტიანი შედეგი აქვს. ასევე უდანაკარგოა პოლონეთი, რომელიც ჯგუფს ლიდერობს. ადამ ნავალკას გუნდი, გერმანიის დამარცხების შემდეგ, შოტლანდიას უმასპინძლებს და 3 ქულის აღების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერიც გახდება.
გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”
გერმანია-ირლანდია
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, რიუდიგერი, ჰუმელსი, ბოატენგი, დურმი, კროოსი, რუდი, ბელარაბი, გიოტცე, პოდოლსკი, მიულერი.
ირლანდია (4-4-1-1): ფორდე, მაილერი, ო’ში, უილსონი, უარდი, მაკგიდი, გიბსონი, ჰენდრიკი, მაკლეინი, ჰულაჰანი, კინი.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ვარშავა, “ნაციონალი”
პოლონეთი-შოტლანდია
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)
- პოლონეთი 2 2 0 0 9:0 6
- ირლანდია 2 2 0 0 9:1 6
- შოტლანდია▲ 2 1 0 1 2:2 3
- გერმანია 2 1 0 1 2:3 3
- საქართველო 2 0 0 2 1:3 0
- გიბრალტარი 2 0 0 2 0:14 0
E ჯგუფი
E ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი იმართება, რომლის შედეგიც ძალიან ადვილად პროგნოზირებადია. სან მარინოს ნაკრებს, აქამდე გამართულ 123 თამაშში, მხოლოდ ერთი მოგება აქვს, ისიც ამხანაგურ მატჩში და მასსავით მაჩანჩალა ლიხტენშტაინთან. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და სან მარინოელებმა გამარჯვების გემო ვერ გაიხსენეს.
სან მარინოსთან გასამართი დაპირისპირება, შვეიცარიისთვის, პირველი ქულების აღების ძალიან კარგი შანსია. ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა პირველი 2 მატჩი მშრალად წააგეს და ახლა ისინი, სან მარინოსთან ერთად, ბოლო ადგილს იყოფენ.
გუნდებს ერთმანეთთან აქამდე 2-ჯერ უთამაშიათ. 1990-1991 წლებში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვეიცარიელებმა სტუმრად 4, ხოლო შინ 7 უპასუხო ბურთი გაიტანეს.
სერავალე, “სან მარინო”
სან მარინო-შოტლანდია
მსაჯი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი)
- ინგლისი 3 3 0 0 8:0 9
- სლოვენია 3 2 0 1 3:1 6
- ლიტვა 3 2 0 1 3:2 6
- ესტონეთი 3 1 0 2 1:2 3
- შვეიცარია 2 0 0 2 0:3 0
- სან მარინო 2 0 0 2 0:7 0
F ჯგუფი
F ჯგუფში 3 თამაში იმართება. მათგან ერთ-ერთში, რომელიც ფინეთში ჩატარდება, ერთმანეთს მეორე-მესამე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. ფინეთმა და რუმინეთმა, პირველ ორ ტურში, 4-4 ქულა მოაგროვეს და დღეს მოგების შემთხვევაში, მათგან ერთ-ერთს ჯგუფში გალიდერების შანსი ექნება.
ფინეთი რუმინეთთან პირველი მოგებისთვის იბრძოლებს. ამ გუნდებს შორის აქამდე გამართული 8 თამაშიდან 6 რუნილებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. რუმინელები მეტოქეს, განსაკუთრებით, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაგრავდნენ. მაგალითად, 1973 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბუქარესტში გამართულ მატჩში მასპინძლებმა 9:0 მოიგეს.
იმისათვის, რომ ფინეთი ან რუმინეთი გალიდერდეს, საჭიროა ჩრდილოეთ ირლანდიამ პირველი ქულები დაკარგოს. საწყის 2 ტურში ქულათა მაქსიმუმის დაგროვების შემდეგ, მაიკლ ო’ნილის გუნდი საბერძნეთს სტუმრობს, რომელსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს.
ტორშავნი, “ტორსვოლური”
ფარერები-უნგრეთი
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბულგარეთი)
ჰელსინკი, ოლიმპიური სტადიონი
ფინეთი-რუმინეთი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
პირეოსი, “გეორგიოს კარაისკაკისი”
საბერძნეთი-ჩრდილოეთ ირლანდია
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი)
- ჩრდილოეთ ირლანდია 2 2 0 0 4:1 6
- ფინეთი 2 1 1 0 4:2 4
- რუმინეთი 2 1 1 0 2:1 4
- საბერძნეთი 2 0 1 1 1:2 1
- უნგრეთი 2 0 1 1 2:3 1
- ფარერები 2 0 0 2 1:5 0
I ჯგუფი
პორტუგალიის ნაკრებს, რომელმაც ჯერ მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა, საქმე კარგად ნამდვილად არ აქვს. პირველ ტურში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოთამაშე პორტუგალიელებმა ალბანეთთან შინ 0:1 წააგეს. ფერნანდუ სანტუშის გუნდი, მე-2 ტურში, 4 ქულის მქონე დანიას ეწვევა. პორტუგალიელებს კრიშტიანუ რონალდუ კი დაუბრუნდათ, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთთან გამართულ შეხვედრაში მან მცირე ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ფეხბურთელმა ჩვეულად ვერ ითამაშოს.
დანიასა და პორტუგალიას ურთიერთშეხვედრების 13-მატჩიანი ისტორია აქვთ. დანიელებმა 3-ჯერ მოიგეს, პორტუგალიელებმა – 8-ჯერ, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა. ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდნენ და მაშინ ორივე მატჩი საკუთარ კედლებში მოთამაშე გუნდმა მოიგო.
პირველ ტურში პორტუგალიასთან მოგების შემდეგ, ალბენთმა დანიასთან ფრედ ითამაშა, რის წყალობითაც, ჯოვანი დე ბიაზის გუნდი ჯგუფს სწორედ დანიასთან ერთად ლიდერობს. დღეს, ალბენელები სერბეთს ეწვევიან და ეცდებიან მეტოქეს მოგებათა გრაფაში 0 დაუტოვონ.
კოპენჰაგენი, “კოპენჰაგენი”
დანია-პორტუგალია
სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-3-3): შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი, ბიელანდი, ბოილესენი, ჰოიბერგი, კვისტი, ერიკსენი, ვიბე, ბენდტნერი, კრონ-დელი.
პორტუგალია (4-3-3): პატრისიუ, სოარეში, პეპე, ალვეში, ელიზეუ, გომეში, ტიაგუ, მოუტინიუ, ნანი, დანი, რონალდუ.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი.
ბელგრადი, “პარტიზანი”
სერბეთი-ალბანეთი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
- ალბანეთი 2 1 1 0 2:1 4
- დანია 2 1 1 0 3:2 4
- სერბეთი 1 0 1 0 1:1 1
- სომხეთი 2 0 1 1 2:3 1
- პორტუგალია 1 0 0 1 0:1 0