კალათბურთი

9:50 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდოს" ცუდი სერია გრძელდება, ბითაძემ 4 ქულა ჩააგდო

NBA-ში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "ორლანდო მეჯიქმა. გოგა ბითაძეს გუნდი ამჯერად სტუმრად "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდა და 131:136 დამარცხდა.

"ორლანდომ" მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი მოიგო კიდეც, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და საბოლოო ჯამში გამარჯვებაც მოიპოვეს. "კლივლენდის" მხრიდან 42 ქულით საუკეთესო იყო დონოვან მიჩელი, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა მატჩი 26 ქულით დაასრულა.

გოგა ბითაძემ დღევანდელ შეხვედრაში პარკეტზე 13:35 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 4 ქულას, 2 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 38 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 27 მარტს "საკრამენტო კინგის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170708