ფეხბურთი

13:49 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-მ ინგლისური კლუბების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ UEFA-მ, ინგლისურ კლუბებს ევროპულ ტურნირებზე განაცხადის გაზრდასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე უარი უთხრა.

პრემიერლიგის წარმომადგენლების სურვილი იყო 25-კაციანი განაცხადი 28-მდე გაზრდილიყო, თუმცა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი არ დააკმაყოფილა და განაცხადის რაოდენობა უცვლელი დარჩა. როგორც ირკვევა ამ ინიციატივის წინააღმდეგები იყვნენ ესპანური კლუბები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ განაცხადის გაზრდა პრემიერლიგის წარმომადგენლებს კიდევ უფრო გააძლიერებდა. მათი აზრით, ფინანსურად ძლიერი ინგლისური კლუბები უფრო დიდ და ხარისხიან შემადგენლობებს დააკომპლექტებდნენ, რაც კონკურენციას არათანაბარს გახდიდა.

შედეგად, ეს ცვლილება არც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე გავა, რომელიც 20 მაისს სტამბულში, ევროპა ლიგის ფინალამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096733