ფეხბურთი

13:11 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" მოლაპარაკებებს რობერტო დე ძერბისთან აწარმოებს

ლონდონის "ტოტენჰემი" მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და როგორც ცნობილი გამოცემა Telegraph-ი იტყობინება ინგლისელები ყველაზე აქტიურად მოლაპარაკებებს რობერტო დე ძერბისთან აწარმოებენ.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კომუნიკაცია კარგად მიმდინარეობს და იტალიელი სპეციალისტი პრაქტიკულად ახალ სამსახურზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობით. დე ძერბი "დეზებს" მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუდგება სათავეში, თუ ისინი პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.

მოგეხსენებათ, რომ ამჟამად "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ხორვატი სპეციალისტი იგორ ტუდორია, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ლონდონურ კლუბს ახლა მძიმე კრიზისი აქვს, პრემიერლიგაში 31 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზე არის და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ რობერტო დე ძერბის პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის "ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო შემდეგ "მარსელში" მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.147939